RSS
 

მარიამ კვაჭაძე / *** (მე მინდა რომ ჩვენ ორივეს გვქონდეს ფრთები)

26 იან 2016
მე მინდა რომ ჩვენ ორივეს გვქონდეს ფრთები
და გაფრენა შემოდგომის ლანდებს ჰგავდეს,
თუ სიყვარულს ძალა მართლა გააჩნია,
არ მინდა რომ ეს გრძნობები საზღვრებს გასცდეს.
მე მინდა რომ ჩვენ ორივეს გვქონდეს ფრთები
და თუ წახვალ მეც შემეძლოს ცამდე ფრენა,
და იმ საზღვრებს მიტოვებულს გამოვექცე,
იქ წამოგყვე სადაც ვიგრძნობ გულის ცემას.
მე მინდა რომ ეს გაფრენა იყოს მარტის,
ისე გიჟი შეპრეკილს რომ შეგვარქმევენ,
სიყვარული დაემსგავსოს ფერად აპრილს,
ამ თვის ლანდებს მე და შენ რომ შეგვაფერებს.
აყვავებულ, ველად გაშლილ ატმის ყვავილს
ჩუმად დაკრეფ, ჩემს თმებში რომ ჩააქსოვო.
როგორ მინდა ეს ზღაპარი ნამდვილს ჰგავდეს,
როგორ მინდა არასდროს არ მიმატოვო.
ფრთები მინდა, სიყვარულის ფრთები,
შენში მინდა ჩემი სახე დაინახო,
არ მინდოდა შეყვარება ასე შენი
არც ის მინდა სხვის გვერდით რომ დაგინახო.
ფრთები მინდა, ჩემში შენი ფრთები..
მერე ცამდე ოცნებებს რომ დავემგზავრო,
ყველა ზღაპრის დასასრული ვიცი,
ჭირი იქა,ლხინი აქა, იქაც ქატო.
როგორ მინდა ამ სტრიქონებს ძალა ჰქონდეს,
და ამ ფრთებში შენი სახე დაინახო.
როგორ მინდა სითამამე გასულ წლების,
ისევ გვერდით, სულ ჩემს გვერდით დაგინახო ...

8/30/2015
მ.კვაჭაძე

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 672-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar