RSS
 

მე მიყვარს წვიმა ♥ ))

28 ნოე 2015
გარეთ ისევ წვიმს და თან ქარია
კარებში გასვლა მგონი შარია.
გარეთ ისევ წვიმს, მალე ითოვებს
თუმცა ზამთარში თოვლი ვის ტოვებს.
მე გარეთ გავალ გავხედავ „მასას“
მაგრამ წვიმაში ვინ ტოვებს სახლ-კარს?
უკვე გარეთ ვარ და ძლიერ ცივა,
მაგრამ თუ მკითხავთ მე სულ არ მცივა.
ალბათ გიჟი ვარ რომ მიყვარს წვიმა,
რადგან წვიმაში მთელ ქალაქს სძინავს.
მე ერთს ვერ ვხვდები, რატომ გძულთ წვიმა
თქვენ წყლის გარეშე გინახავთ მიწა?
აბა რატომ გძულთ თქვენ ასე წვიმა,
ალბათ იმიტომ, რომ ძლიერ ცივა.
ალბათ ამიტომ მთვლიან მე გიჟად
მერე რა მოხდა თუ მიყვარს წვიმა.
მე მიყვარს წვიმა თამამად ვამბობ
არ დავიხურავ ქოლგას არასდროს
მე მიყვარს წვიმა და იცით რატომ?
წვიმა ხომ ღმერთის ცრემლია ხალხნო...

GvaNcii ♥ ))
12.01.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 531-ჯერ

 
avatar