RSS
 

მიყვარხარ დედი ...

28 ნოე 2015
ყოველთვის მე უნდა ვიფიქრო სხვაზე,
ვფიქრობ და ვხვდები რად ხდება ასე.
ყველას ვენდობი თუ გამიღიმებს,
ღიმილის შიგნით კი მახეს მიგებს...

დავკარგე ნდობა უკვე ყველასი,
ვის უნდა ვენდო გარდა დედასი.
მე ხომ მის გარდა ვერვინ გამიგებს,
მან რომც გამკიცხოს, მახეს არ მიგებს ...

მიყვარხარ დედი, გენდობი ძლიერ,
დღეს შენ ამ ნდობას იქნებ ვერ მიხვდე.
იქნებ გეგონო მე ურჩი შვილი,
მაგრამ ცხოვრებამ მეც მომდო კბილი...

ვერვის ვენდობი შენს გარდა დედი,
მეგობარმაც კი გამწია გვერდით,
მაგრამ მე მჯერა გამიგებს ღმერთი,
თუკი ნერვებმა მიმტყუნა დედი ...

გთხოვ მაპატიე, თუკი გატირე,
თუკი ჩემსგამო გდენია ცრემლი,
მაგრამ იცოდე მე შენს გარეშე,
ვერც კი ვისუნთქებ ძვირფასო დედი...

გვანციი ❤ ))
14.11.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: ლექსები დედაზე | ნანახია 3379-ჯერ

 
avatar
0 Spam
1
<3 <3 heart
avatar