RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

მირზა გელოვანი / ხევსურული ნანა

29 მაი 2012
- დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..

 
 
 

მირზა გელოვანი / ძმათა საფლავთან

29 მაი 2012
ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.

 
 
 

მირზა გელოვანი / ცხრაკარა

29 მაი 2012
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას
ციხე რომ იდგა მთაზე მაღალი,
ცხრაკარა ერქვა და თითო კართან
ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.

 
 
 

მირზა გელოვანი / ცას შეასწორებს უცნობი ხელი...

29 მაი 2012
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მოყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

 
 
 

მირზა გელოვანი / ჩვენ განვშორდებით...

29 მაი 2012
ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.

 
 
 

მირზა გელოვანი / ჩემი ლექსები

29 მაი 2012
შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს...
ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა,
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!

 
 
 

მირზა გელოვანი / შენს შემდეგ

29 მაი 2012
ეს გაზაფხული შემხვდა შენს შემდეგ,
შენს შემდეგ მივდევ ვიწრო ბილიკებს.
მე დავიღალე აღმართებში და როცა შევდექ,
შემრცხვა და ბედი, ჩემივ ბედი გავაქილიკე.

 
 
 

მირზა გელოვანი / სახეში გვათოვს...

29 მაი 2012
სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,
სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,
ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა
არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.

 
 
 

მირზა გელოვანი / როგორც იფნები...

29 მაი 2012
როგორც იფნები, როგორც ვერხვები
მზრებს დაეხარნენ სუქთა შვილდები.
გითხარ, რომ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
და ატირებულს ვერ გამშვიდებდი.

 
 
 

მირზა გელოვანი / ნაგვიანევი სიზმარი

29 მაი 2012
მტკვარს შებოჭავს დარკინული რკალი,
ხიდი უცდის ღამეს ნათილისმარს
და მდუმარენი: მე და ერთი ქალი
ყურს დავუგდებთ ნაგვიანევ სიზმარს.

 
 
 
1 2 3 4 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)