RSS
 

მომენატრე, მაგრამ შენთან, ვერ წამოვალ ესე მალე ....

28 ნოე 2015
რატომ ვფიქრობ სულ სიკვდილზე
და უზომოდ ჩამკვდარ სულზე,
რატომ ვფიქრობ სულ სიკვდილზე
და ჩემების ნატკენ გულზე.
მე ვიცი რომ სხვა ჩემს გულში
შენს ადგილს ვერ ჩაანაცვლებს,
შენთან მინდა ჩამეხუტო
და ცრემლები მწმინდო ამ დღეს.
დღევანდელ დღეს შენ წახვედი
სამუდამოდ მიგვატოვე,
იქნებ მითხრა იმქვეყანას
უფალი მეც მიპატრონებს?!
შენთან მინდა ვერ ვუყურებ
მე ბებიკოს ნატანჯ სახეს
შენთან მინდა ვერ ვუყურებ,
მე შენს სურათს, შენს საფლავზე.
მომენატრე მაგრამ მე დღეს
ჩვენს ოჯახს ვერ მივატოვებ,
მომენატრე მაგრამ შენთან
ვერ წამოვალ ესე მალე...
როცა მოვალ, როცა გნახავ
აღარასდროს მიგატოვებ
მერე ჩვენთვის გავიხსენებთ
სააქაოს ლამაზ დღეებს...

GvaNcii ♥ ))
25.12.2014

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 359-ჯერ

 
avatar