RSS
 

მთვარე

28 ნოე 2015
მე ხომ მიყვარს ღამე, და ღამეში მთვარე
მარტში წვიმაც მიყვარს და ნამგალა მთვარეც.
ეხლა ღამე არის? არა შუაღამე
ვდგავარ ფანჯარასთან და ვუყურებ მთვარეს.
მაგონდება ძველი მოგონება შენზე,
ჩუმად მომდის ცრემლი და მეცემა ხელზე,
მახსოვს რომ მითხარი, შენთან ვიქნებიო
მე არ დაგტოვებო ერთად ვიქნებითო.
ეხლა მეცინება მე შენ რომ გიხსენებ,
რატომ შემიყვარდი დღესაც ვერ ვინელებ.
ვიცი... მომენატრე, ჩემთვის ვაღიარებ,
მაგრამ შენს სიყვარულს მე ვერ ვაღიარებ.
მართლა მომენატრე დედასგეფიცები,
მაგრამ მე ჩემს გულში ადგილს ვერ გიძებნი.
ეხლა ზამთარია და იმ ყინულს ვალღვობ,
შენ რომ დამიტოვე, გულში სამუდამოდ.
ეხლა ღამე არის მე ხომ მიყვარს ღამე
ღამე შენც მიყვარხარ და ნამგალა მთვარეც ...

GvaNcii ♥ ))
14.01.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 437-ჯერ

 
avatar