Lexi.Ge - მურმან ლებანიძე
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

მურმან ლებანიძე / მახსოვს!

29 აგვ 2013
ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_
მახსოვს!
შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_
მახსოვს!

 
 
 

მურმან ლებანიძე / მარეკები შლიდნენ ბანაკს

02 ივნ 2012
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

 
 
 

მურმან ლებანიძე / ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

10 თებ 2012
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…

 
 
 

მურმან ლებანიძე / უფლისციხესთან...

09 თებ 2012
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

 
 
 

მურმან ლებანიძე / საღამო

08 თებ 2012
მდინარეში მტირალი საღამო იცქირება,
მზე ჩადის და მდინარის სარკეში იძირება.

მთები, ზღვები, ღრეები, წუთისოფლის თანახმად
გახარჯულ დღეები - ყველაფერი თავდაღმა.

გკოცნი მშობელს შობილი,
მზე წყალში გახლართულა,
აგე, კლდიდან სოფელი აარგვში ჩახატულა.

 
 
 

მურმან ლებანიძე / სამშობლო

08 თებ 2012
ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასის პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!

 
 
 

მურმან ლებანიძე / ციცო

08 თებ 2012
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)