Lexi.Ge - ნიკოლოზ ბარათაშვილი
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ნიკოლოზ ბარათაშვილი / სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი...

23 აპრ 2012
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი
მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,
და ბაგენი მდუმარენი
ხვაშიადსა მიმალვიდენ!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა...

23 აპრ 2012
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,
თუ ვით სატრფო ხარ!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / რად ჰყვედრი კაცსა…

23 აპრ 2012
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / მადლი შენს გამჩენს...

23 აპრ 2012
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,
დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!
შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;
დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / დამქროლა ქარმან სასტიკმან...

23 აპრ 2012
დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,
მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი.
იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;
დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი.

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / აღმოხდა მნათი აღმოსავალს...

23 აპრ 2012
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,
მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,
დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული
მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / არ უკიჟინო, სატრფოო…

23 აპრ 2012
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / ბედი ქართლისა

09 აპრ 2012
"მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს!
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / შევიშრობ ცრემლსა…

01 აპრ 2012
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

 
 
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი / ვპოვე ტაძარი...

01 აპრ 2012
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.
ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

 
 
 
1 2 3 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)