RSS
 

ნიკალა

14 დეკ 2015
თბილისის მტვრიან ქუჩებში ნელა
მიაბიჯებდა ძველად ნიკალა
ხატვაში ჩაჰკლა მან თავის დარდი
ეს იყო მისი არსების ძალა
სადღაც დუქანში მღებავი ნიკო
დარდს ის თავისას ღვინოში ჩაჰკლავს
კედელზე ჩნდება ნელ-ნელა რაღაც
წითელპერანგა მებადურს ხატავს
გაჰყვება ნელა თბილისი უბნებს
კიბის ქვეშ აქვს მას საცხოვრებელი
ჭვარტლში ყოველი გახვეულია
იქვე სურათზე წყალსა სვამს შველი
სარკმლის რაფაზე კიბის კუთხეში
ძველი თუნუქის ნავთქურა ბჟუტავს
ღარიბი მაგრამ მაინც ამაყი
დინჯად მიყვება ნიკალა ქუჩას

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 374-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar