RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ნიკოლოზ ძამიაშვილი / მე ახლა მოვკალი კოღო

30 იან 2016
მე ახლა მოვკალი კოღო,
მაგრამ არ მგონია თავი
მართალი, მტყუანიც - მხოლოდ
ვეძებ დღეს სიგიჟეს ნამდვილს,
რომელსაც საწყისი არ აქვს
და თან არ გრძელდება რამით.

 
 
 

ნიკოლოზ ძამიაშვილი / რომელი უფრო ახლოს არის მთვარესთან?

30 იან 2016
რომელი
უფრო ახლოს არის
მთვარესთან -
თვითმფრინავი,
რომელიც მხარს გაკრავს
მას,
თუ
მე,
რომელმაც,
ვიგრძენი
ეს
შეხება.

 
 
 

ნიკოლოზ ძამიაშვილი / ლექსი მარ ტი-ს

30 იან 2016
ჩემი გულის ფეთქვაა მარტი.
ყოველ უთქმელ სიტყვებთან მარტო
ვწვები.
ვიცი ყოველთვის მგავდი,
მაგრამ ახლა გიხილე.

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)