RSS
 

ნიკოტინის სუნი აქვს შენი აზრით სამყაროს

23 თებ 2016
ნიკოტინის სუნი აქვს შენი აზრით სამყაროს,
ფიქრობ ცხოვრებაზე და სილამაზით ამაყობ.

მზის სხივები აშუქებს, გახუნებულ პალტოდან.
ყველა თვალს რომ გაყოლებს ეს გიმძიმებს განწყობას.

ცდილობ, დააიგნორო და სიმშვიდეს მიეცე
შინ შეუშვი ბოდლერი მიწა გადაიმტერე

აივნიდან აკვირდები ხეებს და ცრემლი წამოგერევა
შოპენის ვალსის აკორდებს სენტიმენტი გამოერევა

სული სამყაროს ვერ იტევს, ბნელი ღამე გიტაცებს
მთვარე სხივებით შეგიტევს, შენთან ყოფნას ინატრებს

შენ კი ისევ უსახელო გრძნობა გწყურია, რამე სხვა
ბევრისთვის ნამდვილა უცნაურია, რომ გინდა ფრენა

სულის დაშრობამდე უყურებ, ხალხით გატენილ მიწას
როგორ ერწყმის ღრუბლებს, ჰორიზონტი და იწყება წვიმა

ნიკოტინის სუნი აქვს შენი აზრით სამყაროს
ფიქრობ ცხოვრებაზე და სილამაზით ამაყობ

სიზიფეს ლოდი, შენი ცქერით დაიფშვნა
სიზიფეს ხორცი, შენი სულით დაიწვა

აივნიდან შეჰყურებ უსასრულო სამყაროს
მას სულში შეუშვებ და უმიზეზოდ კამათობ

ნიკოტინის სუნი აქვს შენი აზრით სამყაროს
ფიქრობ ცხოვრებაზე და სილამაზით ამაყობ

დამატებულია sas-sasuke-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 673-ჯერ

 
avatar