RSS
 

ნინოსადმი

08 იან 2016
მიიღე ის - რაც ვერ შემოგწირე:
მეხის სვირინგი შუბლზე - წყვდიადის.

ნაღვერდალზე რომ კუდს იგესლავდა;
ის ხომ არ იყო გვამს ვერ-გამსხლტარი?

უცებ - ერთმანეთს შევასკდით - გავქრით;
სიზმრებს ვწურავდით სიჩუმის ბზარში;
მერე არც მახსოვს:
ლოკვით მირჩენდი ჭრილობას შენ თუ
მე ბრმა სხივებით სულს გიკემსავდი.

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 419-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar