Lexi.Ge - ნოდარ დუმბაძე
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ნოდარ დუბბაძე / ,,სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია"

03 თებ 2013
მზე ცაზე ფეხებს აითრევს
დარჩენა ისევ სწყურია
სიცოცხლის სამოსახლოა
ჩემი პატარა გურია!!!!!!

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / ***

16 ივლ 2012
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...

 
 
 

ნოდარ დუმაბაძე / შეჯიბრი

16 ივლ 2012
ნოდარიკოს და მაიკოს
აქვთ კამათი და დავა.
ამ ზაფხულს დასასვენებლად
ვინ სად და როდის წავა.
მაიკომ უთხრა: _ ბორჯომში
წავალ ივლისის ათში.
ნოდარმა უთხრა: _ შენს ჯიბრზე
მე წავალ ლიმონათში

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / დედიკოს ვფიცავარ

13 ივლ 2012
წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / ვარადა

13 ივლ 2012
ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა.
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / ია

13 ივლ 2012
რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგათ შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით?
მე ია მქვია.

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / ნანა

12 ივლ 2012
ლურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა
გაოცებული ნანაო:
_ ეგ კაბა ყაყაჩოებით
ვინ მოგიქარგა, ყანაო?
ერთი ის კაცი მაჩვენე,
მეც მინდა მაგისთანაო.

 
 
 

ნოდარ დუმბაძე / გაუგებარი ლექსი

11 ივლ 2012
ეს ლექსი დედაზეცაა,
ეს ლექსი მამაზეცაა,
თუ მიწა დედამიწაა,
მაშ ზეცა მამაზეცაა?
აუ, რამდენი ცებია,

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)