RSS
 

გიორგი დვალი / ნუ დახუჭავ თვალებს

28 იან 2016
გთხოვ, "ნუ დახუჭავ თვალებს",
არცკი გაბედო - გესმის!?
თორემ ერთ წამში ავლებს,
ცხოვრება მცირე "დეფისს".

არც ჩაიქნიო ხელი,
მჭიდროდ ჩაკიდე სხვა ხელს,
არც შეინანო ძველი
და ნურც იეჭვებ ახლებს.

არ გაიტეხო გული,
მერე რა თუკი "მორჩა"...
დიახ! იქნება რთული,
მაგრამ გთხოვ დარჩე "ნორჩად".

ჰო, "ნუ დახუჭავ თვალებს",
დაუღრიალე "მერმისს",
თორემ ერთ წამში ავლებს
ცხოვრება მცირე "დეფისს".

დამატებულია Nifilim-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: გიორგი დვალი | ნანახია 558-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar