RSS
 

ოქროს ბეჭედი

21 თებ 2016
მზის სხივები ზეციდან წყდება
ეცემა თითზე ჩაცმულ ბეჭედს
მზის რგოლი ნათლით იფიტება
თითქოს თვითონ ანათებს ველებს

ოქროს ოხშივარში მიწა ღრიალებს
იფიტება ჩემს სულში გულის ოხვრა.
გარეთ ალბათ შიგნით კი ვერ ინათებს
თითქოს ცამ შეაჩერა ქარების თოვა

ვუყურებ ბეჭედს და იარაღს ვეძებ
რათა მზის სხივებმა რხევა შეწყვიტოს
ბეჭედის ეშხი მიხურებს ნერვებს
იესოს მადლი შეჩერებას ითხოვს

კოპივით ეჯდა ბეჭედს სიტყვები
ერთად ვიქნებით სიკვდილის მერეც
თითქოს თოვლის ფიფქებად ვიქეცი
სიყვარულს სიკვდილის ძალა არ შეწევს

მზის სხივები ზეციდან წყდება
ეცემა თითზე ჩაცმულ ბეჭედს
მზის რგოლი ნათლით იფიტება
თითქოს თვითონ ანათებს ველებს

დამატებულია sas-sasuke-ს მიერ

 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 509-ჯერ

 
avatar