RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

*** (ადამიანი უფრო მეტია)

20 ნოე 2015
ადამიანი უფრო მეტია,ვიდრე ჰგონია,
მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი.
და გადის მისი მოკლე ცხოვრება
შურში,მტრობაში და სიძულვილში.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / (რაც არ ყოფილა, ის არც იქნება)

08 სექ 2013
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა

 
 
 

ოთარ ჭილაძე / გამოთხოვება

08 სექ 2013
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, -
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო

 
 
 

ოთარ ჭილაძე / გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი...

03 ივნ 2012
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / ვწევარ და ვუსმენ...

03 ივნ 2012
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / გარეთ ისევ წვიმს

14 მაი 2012
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / * * *

28 მარ 2012
მოვედი _ მენახა _ ბედმა მარგუნა _

ეს მთები, უშენოდ გულანთებული,

სოფელი ჩარგალი, მდინარე ჩარგულა

და შენი სახლი _ ხეებში ჩარგული.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / ***

24 თებ 2012
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / ***

24 თებ 2012
ძალიანმალე იცლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მლე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

 
 
 

ოთარ ჭილაძე / ***

23 თებ 2012
შენ ხარ ჩემი
ჯილდოც.
სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ
და ღმერთზე ზემოთ.
ჩემო ტანჯულო.

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)