RSS
 

მამა გიორგი(ოდიშვილი) / რა დრო გასულა

09 მარ 2014
გამოიყოლა მყრალი სუნი ზღარბმა სოროსი,
თუ აკვირდებით წინა ფეხით არის ცაცია,
რა დრო მოსულა პირველ კაცობს ვიღაც სოროსი,
საცივი კიდევ თორმეტჯერ რომ გადააცია.

ვარდობის თვეში ნარ-ეკალმა რარიგ ივარდა.
ჩემთვის ყოველგან საძულველი იყო შაგრენი,
გულო ოცნება ზყააპარს იქით გადაგივარდა,
სად ბაბილონის ირევიან ზღვა სიმაგრენი.

ვოლტორნებს ჩიმთვის სიხარული, გულო, შესთხოვე,
მჭკნარ ყვავილების მწუხარებას უკრავს ფლეიტა,
სამყაროს ცენტრში ვესალმები ლუდვიგ ბეთჰოვენს,
უბეთჰოვენოდ ამ მთვარესაც უკვე ვერ ვიტან.

შავი ბერდანკით წიწამურთან ვიცი, ვინც მოჰკლეს,
სანდრო გაგიჟდა მთვარემ ნისლი გადაიკარა,
თიბათვის მერე ორბიტაზე მზე გზას იმოკლებს,
და კუკიაზე თავის საფლავს ეძებს ნიკალა.

ოძდაათ ვერცხლად ეს სამყარო რადგან აწონეს,
პროკრუსტეს ტახტზე სიმართლეკვნესს ტანჯვით, მწოლარი,
ვერავითარი ძალა ჩემს სულს ვერ მოაწონებს,
უსიყვარულოდ რაც რამეა მოსაწონარი...

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მამა გიორგი(ოდიშვილი) | ნანახია 766-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar