RSS
 

რაღაც არაამქვეყნიური

11 იან 2016
,,რაღაც არაამქვეყნიური''

ო,როგორ მხიბლავს შენი თვალები
ცრემლით ნაბანი და ნამთვრალები,
მიყვარს მზერაში სინაზე ფერთა
და შენს თვალებში გრძნობების შერთვა

მათში ელვარებს სხივი დაისის,
როგორც მთის თეთრი ედელვაისი
შენს თვალებზე,რომ ცრემლი ბრწყინდება
მათი ყურება მე არ მწყინდება

უბრალოება შენ ისე გხატავს,
რომ შეშურდება სუყველა მხატვარს
შენს გულუბრყვილო და ბავშვურ მზერას
გული ვერ უძლებს,აჩერებს ძგერას

მაგ შენს ბროლებში მთვარე კიაფობს
თვალები შენზე ურცხვად მიამბობს,
წამწამთა რხევის ნაზი ბგერებით
და სხივთა კრთობით,რომ მეფერები

შენი თვალების ყურება მათრობს
ეგ თბილი მზერა სიყვარულს მათოვს,
ამ სილამაზეს ვერ აღვწერ ლექსად,
ამნაირ თვალებს ვერ ნახავთ ვერსად !

გ.ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

დამატებულია izabela242-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 572-ჯერ

 
avatar