RSS
 

როგორი მოწყენილი საღამოა

04 დეკ 2015
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი.
ეხლა დავფიქრდი და მე მივხვდი
რომ, გახდა ყველაფერი ნაცრისფერი...
როგორ მოწყენილი საღამოა,
რაღაც საწყალი და სევდისფერი ,
დღეს მე უსაშველოდ მომენატრე,
შენ კი ვერ გაიგე ვერაფერი...
როგორ მოწყენილი საღამოა,
ზეცას ვერ გავუგე ვერაფერი.
გუშინ უცებ თითქოს წამოთოვა,
დღეს კი წვიმას მიაქვს ყველაფერი.
როგორ მოწყენილი საღამოა,
უკვე ამ სევდასაც ვეღარ ვშველი.
იცი? ეხლა სადმე აქ, რომ იყო,
ვიცი შეიცვლება ყველაფერი ...

გვანციი ♥ ))
04.12.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 600-ჯერ

 
avatar