RSS
 

რომანტიული ღამე

21 თებ 2016
შენი სისიშვლე საწოლს აჩუქე
როცა, ღრიალებდა ღამე მიწაზე.
სნეული სხეული, სივრცეს დაუთმე
დაწერე ,,ღიმილი" ღმერთივით მინაზე.

ტუჩების ელვა, ელევა სიტკბოს
როცა, სხივები სიმებით უკრავს.
საწოლზე ცეკვავს ცეცხლების სილბო,
საოცარ სოლოს ვუცხადებთ უარს

მალე მიადგება საათი თორმეტს
ვით, მათხოვარი მდიდარს სათხოვრად.
ვნება ვარვარებს ვით, ცხელი თონე
სიცხეში სიყვარულს გიტოვებ სახსოვრად.

ღამე იცვლება ირგვლივ ნათებად,
პირქუში წყვდიადი წყვეტს არსებობას.
დღეს დამშორდი, იქეცი მონატრებად,
საწოლს შენი სხეული აღარ დაეტყობა.

დამატებულია sas-sasuke-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 624-ჯერ

 
avatar