RSS
 

საბა ბურჭულაძე / ***

03 მაი 2017
წარმოვიდგინე რა იქნებოდა,
რომ ყოფილიყავ შენ ჩემი ცოლი
ერთ ოთახიან ნაქირავებში,
რომ ვიცხოვრებდით მხოლოდ ჩვენ ორნი.

დილით შენ ალბათ დალევდი ყავას
აუვიდოდა სიგარეტს ბოლი
შემოგხედავდი მე, როგორც ნახატს
ჩუმად გეტყოდი - მიყვარხარ მგონი.

ზოგჯერ კიდევაც გაგაბრაზებდი
ხან სიმთვრალით და ხანაც ალერსით
ნერვებ მოშლილზე შემომჩივლებდი -
კაცებს ქალების სულაც არ გესმით!

მაგრამ გაბუტვა გადაგივლიდა
როცა მნახავდი ყვავილით ხელში
და სადღაც ალბათ მეცხრე თვის თავზე
ჩაგახუტებდნენ პატარას მკერდში

თუმცა ეს მხოლოდ წარმოდგენებში
რომლის აქ უკვე დასასრულია
მაგრამ იმედი არსებობს მაინც
"დარაბებს მიღმა გაზაფხულია".

დამატებულია Kakhi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 81-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar