RSS
 

საბა ბურჭულაძე / ***

10 მაი 2017
ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო
თქვენთვის საჭიროს
მაგ სილამაზეს, ბოროტების ნუ ხდით საკბილოს
გაუფრთხილდით და მოუარეთ, როგორც სანუკვარს
და ამ თქვენ სხეულს ნუ გაუხდით ყველას საჩუქარს
ნუ გეცინებათ, დამიჯერეთ, თქვენთვის ჯობია
ლამაზი ქალით გართობა ხომ ჩვენი ჰობია
ბევრი კი გეტყვით, რომ მისთვის ხართ მზე და ღვთაება
მაგრამ გახსოვდეთ ზღვის ხაფანგში, მზეც რომ გაება

დამატებულია Kakhi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 412-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar