RSS
 

საქართველო

14 დეკ 2015
საქართველო
ერთ დროს ძლიერო და უდიდესო
ჩემო სამშობლოვ შენ ძველთა ძველო
მრავალ ვაების ჭირის გამძლებო
გმირო ქვეყანავ შენ საქართველოვ
და შენ ჰყვაოდი იმ ეპოქაში
ოდეს მეფობდა დიდი თამარი
ოდესღაც იყავ შენ ივერიავ
ხორცით წმინდა და სულით მაღალი
შენ იყავ ერთი გადაჭიმული
ნიკოფსიიდან დარუბანდამდის
გამოიარე მრავალი ბრძოლა
თუნდაც დიდგორის და თუნდ მარაბდის
მუხად იდექი შენ ივერიავ
უძლიერესი ქარს შეჩვეული
კვლავაც ფეთქავდა და არსებობდა
შენი წმინდა და ნატანჯი გული
მაგრამ მერწმუნეთ მოვა დღე ისიც
რომ გურჯისტანი წამოდგებოდეს
კვლავ გაისმოდე მრავალჟამიერ
თამარის დროშა გაიშლებოდეს

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 533-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar