RSS
 

სამას-სამასი

14 დეკ 2015
სამას – სამასი
(სამას არაგველს და სპარტელს)
ორთავე ერი სპარსთა დამპყრობელს ებრძოდა
ორთავე სახელს სიკვდილს გმირობას დინჯად ელოდა
სისხლით გაჟღენთილ ცოდვილ მიწაზე ფეხი სხლტებოდა
სპარსი ურჩხული ნირშეუცვლელად ფეხზე დგებოდა
სპარსი ითხოვდნენ წყალსა და მიწას მათ მორჩილებას
არ აფასებდნენ სამას არაგველთ სპარტელთ გმირობას
გმირნი იცავდნენ თავის სამშობლოს , წყალსა და მიწას
ქართველნი ივერს სპარტნი ელადას, წმინდათა წმინდას
მათი გმირობა ქსერქსეს მაჰმად–ხანს შიშის ზარს გვრიდა
სპარსი ურჩხული კვლავაც და კვლავაც წმინდა სისხლს ღვრიდა
სისხლს ადუღებდა მზის ცის კაბადონზე
სამას–სამასნი თავის სამშობლოს სვე– ბედს დარდობდნენ
და დაიღუპა სამას სპარტელ და არაგველი
სისხლით მორწყული და გაჟღენთილი არს ბრძოლის ველი
კვლავ დაასხივა მზემაც სხივი ცხელი და მწველი
შემოეხვია ელინს და ივერს უხსენებელი
ელოდა სიკვდილს და უკვდავებას
როგორც ქართველნი ისე ელადა
სისხლში ნაწრთობი გველისპირული
კრწანისის ველზე წითლად ელავდა

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 399-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar