RSS
 

სევდის სურნელი

28 ნოე 2015
ნეტავ ყვავილი ვიყო
ვინმემ მიპოვოს ქარში,
ხელი მომხვიოს მაგრად
და შემიფაროს წამით..
ნეტავ ყვავილი ვიყო
თეთრი, პატარა, ნაზი,
ობლად დარჩენილ ყვავილს
სევდის სურნელი ამდის.
ნეტავ ყვავილი ვიყო
ვინმეს დავჭირდე წამით,
ერთ მშვენიერ დღეს ალბათ,
ვინმე წამიყვანს სახლში...
ნეტავ ყვავილად ვიქცე
მინდვრის ცხოვრება მინდა,
თეთრ გვირილების მდელოს
მეც შევემატო მინდა...
ალბათ ოდესმე მოხვალ
შენს სიყვარულთან ერთად,
გვირილის გვირგვინს დაწნავ
და იმ ქალს აქცევ "ღმერთად".
გვირილის წნის დროს მინდა
ხელი შემახო კარგო,
მაგრამ რაღაცა ძალამ
სხვა გვირილისგან გამყოს...
მინდა რომ იგრძნო რაღაც
ის რაც მაგ ქალთან არა,
აი ისეთი რაღაც
რაც არ გიგრძვნია არსად.
მერე გადამდო გვერდით
არ შემამატო გვირგვინს,
ჩუმად წამიღო სახლში
ვით საჩუქარი უფლის...
მაგრამ არავარ არა,
არც გვირილა ვარ და არც
ლამაზ მდელოზე მნახავ...
ჩემთვის ეულად "ვხატავ"
მე შენთვის რაღაც "ნახატს" ,
მაგრამ ძვირფასო "ნახატს"
მხოლოდ სიტყვები სახავს.
ვიღაცა იტყვის ალბათ
ამ გოგოს ჭკუა არ აქვს,
მაგრამ ვიცი რომ კარგო
შენ ვერ განახებ ამას...
ამ "ნახატს" უფრო ალბათ
სევდის სურნელი დაკრავს,
რადგან ვიცი რომ ჩემთან
შენ თავს ვერ იგრძნობ კარგად...
მაგრამ ჩემთავზეც ვფიქრობ
მე თავს რა ვუყო ახლა,
ერთი რამე მსურს მხოლოდ
ჩემთან რომ იყო ახლა...
ჩემთან არა ხარ მაგრამ
გულში ჩემთან ხარ მარად,
ერთი რამ ვიცი კარგად
ჩემს გულში რომ ხარ ხატად !..

GvaNcii ❤ ))
23.09.2015

დამატებულია GvaNcii-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 385-ჯერ

 
avatar