RSS
 

ბელა შანავა / *** (მე ვიმახსოვრებ შენს ყვითელ თითებს)

28 თებ 2016
ისეო! მომეცი მზიანი თვალები,
უჩინარი გზა მარსამდე,კვიპაროსების ჩრდილი,
შეზრდილი ჩემს ხერხემალთან,
ფერადი წინდები,
ჯინსები წარსულიდან,
მუსიკა ზედოზირებით,
შემახე ხელი.
მე ვიმახსოვრებ შენს ყვითელ თითებს,
გადაღლილ მზერას.
მარტო მე არ ვარ მარტო.
კოლბებით გიტოვებ ცრემლებს.
უსათუო დავბრუნდები.

დამატებულია belabela-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 469-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar
0 Spam
1
მე ვუყურებ კოპუსების დაჟანგულ სევდას.
ის იქაა, დროის ნარჩენებს მიღმა.
მზემ ჩამოუშვა ფერიები სახურავებზე.
ჩვენ ავიფარეთ ნიღბები ფერმკრთალ სახეზე,
რომლითაც ვაპობთ ჟანგბადის კედლებს.
იისფერ ფარდებს ქარი აკრავს აკორდს, შორეულს.
იქ, შორს, უსაქმური გრძნობები მარხავს მიტოვებულ გვამს.
avatar