RSS
 

შენ დაგეძებენ უსინათლონი

08 იან 2016
და საოცრებავ - შხამცურვილო თილისმავ ღამის;
შენ დაგეძებენ - ჯოხის კაკუნით -
უსინათლონი - უტყუარ სმენას შეხიზნულნი;
და განთიადის მაცნედ შემოსულ ხრიოკ ნაპირზე
თესავენ სუნთქვის მეწამულ მარილს -
კალთამადლიანთა ნაღამევ სურნელს.
ყეფენ ძაღლები - მაყრიონები სიზმართ ნადიმის,
და იმ ნაპირზე, იმ ფერადოვან ქართა მხარეეში
უკანასკნელ პანაშვიდს
უხდის ხიბლდამჭკნარ ფოთლებს მთვარის არილი.
და ხმები, ხმები! - განწირულნი დუმილის ექოდ,
ფხრეწენ სივრცეთა უნაზეს პერანგს,
და სახვალიო დღის უკოცნელ მკერდზე
შესეულ ვარსკვლავთ
ევედრებიან წმინდა თევზები:
ო თქვენ შეუნდეთ მდინარეებო -გაქარჩხულ ღრუბლებს
უნებლიე შეცოდებანი, და თქვენ, ველებო,
უნაყოფო, შავ წელიწადში ნუ დააფჩენთ პირს
ახლადგათხრილ სამარესავით...
თქვენ კი - ხეებო, გეყოთ ხეტიალი გულებში მიწის,
ამოსხლტით აქეთ, ცად აფრენამდე
დააგვირგვინეთ სიმშვიდე მეხით...
და ა. შ. და ა. შ.

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 321-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar