RSS
 

მარიამ კვაჭაძე / *** (შენს თვალებს მიღმა ჩემი თმის ფერი)

26 იან 2016
შენს თვალებს მიღმა ჩემი თმის ფერი,
გულში გრძნობების უცხო ზმანება,
აფეთქებული ალუბლის თვეში
ქარი დაიწყებს შენთან პაემანს.
ფოთოლთა შრიალს გაჰყვება ლანდი,
ჭადართა რიგში შენთვის მღერიან,
მეფაიტონე თავის მგზავრს ელის
და თანამგზავრად შენ აგირჩია.
ოცნების ბილიკს რომ ჰქონდეს ბოლო,
დავასრულებდი შენთან პაემნით,
უცხო თვალებში ჩაძირულ სევდას
გავაქარწყლებდი ჩუმი ალერსით.
და რომ შემეძლოს შენი ფერება
აგიტაცებდი ბავშვივით ხელში,
და გაშლილ მინდვრად დაკრეფილ ვარდებს
ხელით ჩავწნიდი ოქროსფერ თმებში.
მე ჩემს სიცოცხლეს გავყოფდი ორად
და იმ ნახევრით შენ გაცოცხლებდი,
რომ სიკვდილის წინ ჩემთვის გაგენდო
მთელი ცხოვრება შენ მაცოცხლებდი.
მე ყველა ბილიკს შევამოკლებდი
და ჩავკეტავდი გასასვლელ კარებს,
რომ არასოდეს ჩემი გულიდან
არ მოეპარე ზამთრის ცივ ქარებს.
შენს თვალებს მიგმა ჩემი თმის ფერი,
წააგავს ლანდებს შემოდგომისას,
და გამიხსენებ ვით ფოთოლცვენას,
მომავალ ამ დროს,მოგონებისას!

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 460-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar