RSS
 

შენზე ფიქრები...

15 დეკ 2016
შენზე ფიქრები მართობს,
ქუჩას ნაკვალევს ატყობს,
ქარი სტვენს ,თითქოს მახრჩობს
თოვს და თვალებზე მათოვს...
მინდა მოვიდე ახლოს,
სული ამომძვრეს მარტოს,
გათენებამდე მტანჯოს,
შენი კოცნა და ბაგე
გულს ათბობს ,სულს უცბად ათრობს.
მინდა შეგიგრძნო ტანში,
ყურში მესმოდეს სუნთქვა,
მე ამ გრძნობებით აღვსილს
შენი ყურებაც მსურს თან.
მინდა ვუყურო თვალებს,
წარბებს ,წამწამებს ,კანს ,ფერს
მინდა ჩაგიკრა გულში
და სითბო ვიგრძნო სულში.
დაბერავს უცებ ქარი,
ამითამაშებს გრძელ თმებს,
მე კი ფიქრებში გართულს
აღარც დღე მახსოვს დს არც თვე.
უმიზნოთ ჩუმად ჩემთვის დავდივარ გეძებ კვლავაც,
ხან ვის გამსგავსებ,ხან ვის
გეძებ არ ჩანხარ არა!
გაყინულ ხელებს ვითბობ,
ქურთუკში დინჯად ვიწყობ,
ისევ იმედის რწმენით
გავყურებ იმ გზას დიდს,შორს.
ბოლოს ყველაფრით დაღლილს უიმედობა მიპყრობს,
მე ვგრძნობ, წამია ბოლო
ფარხმალს ვყრი თოვლში ვგლოვობ,
მე ვგრძნობ ,ქარია მკაცრი მათოვს და თოვს და თოვს
ახლა, წამია წასვლის მარტო დარჩენის და ბედთან გაყრის..

დამატებულია Likju-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 355-ჯერ

 
avatar