RSS
 

შინაარსი L.u.A

13 მარ 2016
სილამაზე დაიშალა,
შემოდგომის ფოთოლივით.
სიცივემაც დაიარა,
მოთარეშე მონგოლივით.

გათეთრებულ ქაღალდზე
ითხაპნება მელანი,
ელოდება განაჩენს
შინაარსი, მღელვარი.

სირცხვილისგან წითლდება
შუაღამის ბუნება,
შინაარსი ის ღელავს
ინტერესით დუმდება.

მიუყვება ბილიკებს
საბოლოვო წერტილთან,
მეტაფორას არიგებს
განდიდების საყიდლად.

და დასრულდა კიდევაც,
შინაარსი გათავდა.
შემდეგებიც იქნება,
მკითხველი კი გაწამდა.

დამატებულია sas-sasuke-ს მიერ

 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 510-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar