RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

როცა მე გარდავიცვალე

31 ივლ 2014
როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.

- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...

 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: შოთა ნიშნიანიძე | ნანახია 2404-ჯერ | ექსკლუზივი | მოითხოვე ლექსის mp3

 

შოთა ნიშნიანიძე / (მე ერთი ქვეყანა ვიცი...)

05 სექ 2013
მე ერთი ქვეყანა ვიცი, -
სამოთხის კარია ღია,
იქ მართლა გვარზე ხტის კვიცი
და სხვებიც თავის გზით ვლიან.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე - შეიბ მახვილი!

05 სექ 2013
ჰაუ,რა ცაა! რა მიწაა! ჰაუ,რა მზეა!
რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!
მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,
მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / გამოთხოვება

29 აგვ 2013
ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / შემოქმედება თურმე ჯვარცმაა

19 ივლ 2013
შემოქმედება თურმე ჯვარცმაა,
თუკი ატარე ნამუსის ქუდად,
არ გაგიკვირდეს არცერთი მარცხი,
წარმატება კი,გიკვირდეს მუდამ.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / ლეგენდა

11 ოქტ 2012
სთქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის სთქვას მადლობაც და საყვედურიც?

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / წვიმა და მეზობლის გოგონა

02 ივნ 2012
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი

02 ივნ 2012
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / ველური მზერით

10 აპრ 2012
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად,ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

 
 
 

შოთა ნიშნიანიძე / ხვალე

10 აპრ 2012
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
– დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!

 
 
 
1 2 3 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)