RSS
 

( სიბერეს ).....

26 იან 2016
ყმაწვილურ შავ წვერს შეეჩვია თეთრი ჭაღარა,
ახალგაზრდობას შეეცვალა ჩვეული ფერი,
წლები თავისას არასოდეს არ დაიშლიან,
თავზე სიბერემ გადამისვა ფერმკრთალი ხელი.
დროც კი გაძუნწდა ურჩ კალენდარზე,
და უძლურდება ჩემი ხელები,
ამიკანკალდა არა შიშისგან
ეს სიბერეა ჩემი მძებნელი.
მინდა ვიპოვო ჩემი ბავშვობა
და დავიბრუნო თუნდ ერთი წუთით,
რომ გავაცოცხლო სამარადისოდ
წარსულის მგზავრი ბავშვური გული.
ალბათ,სულ მალე,შეწყვიტავს ფეთქვას
და რა აზრი აქ ცარიელ სიტყვებს,
ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ ყველა
და ერთხელ ვნახავთ სიკვდილის სიზმრებს.
მე მეშინია მოხუცის ძილის,
რადგან ჭაღარა წამართმევს სულსაც.
მე მეშინია ყოველი დილის ,
გარდავოცვალე თუ ისევ ვსუნთქავ?!
თითქოს ნაბიჯებს აღარ აქვს ძალა,
თითქოს ჩამოვრჩი დროის დინებას,
იმ მატარებლის ვაგონში ვზივარ
სადაც არ ისმის გასვლის სირენა.
შემოდგომისას ფოთოლთა ცვენამ,
ოქროსფრად მორთო ჭადართა რიგი,
და ამ გზის ბოლოს,სულ ბოლოს,უკან
მე უნდა ჩავდგე სიკვდილის რიგში.
და უჩვეულოდ აჩქარდა გული,
მოხუცი ბავშვურს მიეცა სიზმრებს,
ღამის წყვდიადში სუდარას ქსოვენ,
ის მაინც ჩუმად აგრძელებს ფიქრებს.
.. და ამ ფიქრებში გათენდა დილა,
სადღაც სიბნელე აცეკვებს ალებს,
მოხუცს კი სძინავს მეფური ძილით
და აღარ ახელს ღრუბლისებრ თვალებს.

მ.კვაჭაძე (18/10/14)
18:25

დამატებულია Giorgi-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: მარიამ კვაჭაძე | ნანახია 461-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar