RSS
 

სიჩუმის ტერორი

08 იან 2016
შუაღამეა. ვზი. ვაყურადბ სიჩუმის ტენორს...
/უსასრულობის მდორე ოხშივრით ვთვრებოდე თითქოს/.
დაგვერხა, ძმაო! დაო თუ ვინც ხარ, აქ-შორიახლო
და იქით, მიღმა, ჭავლებად რხეულ შემოგარენში
ქაოსის რუკის უწყინარ ექოდ.
იქნებ მანიშნო: რას გავემიჯნო, ვის მივესიზმრო,
/აღწევს გულისხმა,სინათლის სხივსაც უსწრებს, უმიზნოდ?/,
როდემდე უნდა ვწყემსო და ვჩხიბო,
გამსხლტარი ჩემგან
მოკუნტრუშე ხბო?!
არა სჯობია, გულში ჩავიწო თითი და ვწერო, ქაღალდს აფრქვეულ
მტკივნეულ სტიგმებს სული უბერო, ვესაიდუმლო.
საოცარია:
დღემდე მოთრეულ სხეულს ვერ ვგუობ, რაღაც უზაკველ, უხრწნელის ნამზითვს
მინდა უეცრად რომ ჩავენაცვლო:
პეპლების ნათრთოლს, ჯადვარს, ბარამბოს, ან აყვავებულ
აგავის სურნელს,
იქ-სულში ჩაკლულ
ნაოცნებარს რომ ასდის უთუოდ.

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 349-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar