RSS
 

სუდარა

14 დეკ 2015
გადამაფარეს შავი სუდარა
გადამაფარეს შავი სუდარა
უსასრულობის ტყვედ ჩავარდნილი
აღარც დამზოგეს და არც დამინდეს
გამომიტანეს მე განაჩენი
მიწის წიაღში ყოფნა მარგუნეს
ეჰ მუხთალია წუთისოფელი
როგორც თავად სურს ისე გვაბრუნებს
საბოლოოა ეს ყოველივე
აღარც ხვეწნა სჭრის აღარც მუდარა
მე ლუციფერის ლუკმად მაქციეს
გადამაფარეს შავი სუდარა.

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 317-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar