ტერენტი გრანელი / გაზაფხულის საღამო - 1 მარტში 2014 - Lexi.Ge
მთავარი » 2014 » მარტი » 1 » ტერენტი გრანელი / გაზაფხულის საღამო
19:35
ტერენტი გრანელი / გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
კატეგორია: ტერენტი გრანელი | ნანახია: 800 | დაამატა: Kakhi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

კომენტარების დამატება

კომენტარების დამატება

სტუმრებს ეკრძალებათ კომენტარების დამატება