Lexi.Ge - ტერენტი გრანელი
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ტერენტი გრანელი / გაზაფხულის საღამო

01 მარ 2014
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

 
 
 

ტერენტი გრანელი / გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები

23 ოქტ 2012
გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.

 
 
 

ტერენტი გრანელი / გავიდა კვირა

23 ოქტ 2012
გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.

 
 
 

ტერენტი გრანელი / მე და გალაკტიონი

23 ოქტ 2012
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

 
 
 

ტერენტი გრანელი / ეჭვიანობა ვნებაზე

12 ოქტ 2012
დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს

 
 
 

ტერენტი გრანელი / ფარული ვედრება

19 ივლ 2012
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

 
 
 

ტერენტი გრანელი / ფიქრები სიშორეზე

19 ივლ 2012
ოთახში ვსდუმდი და წვიმდა ოდნავ
და ვწუხდი გვიან გაფრენილ დღეზე,
და როგორც ცეცხლი, გარს მეხვეოდა
ფიქრი, სიკვდილზე და სიშორეზე.

 
 
 

ტერენტი გრანელი / ფიროსმანიშვილს

19 ივლ 2012
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი, მთვარისაგან განაბრაზები.

 
 
 

ტერენტი გრანელი / ღამე გლეხთა სახლში

19 ივლ 2012
არ მეძინება, ღამე გრძელია,
გარეთ ისევ წვიმს, მე ძირს ჩაველი.
ალბათ ეს გლეხი იმერელია,
ალბათ ეს გლეხი არის ფშაველი.

 
 
 

ტერენტი გრანელი / ღამე, მთვარე და ქარი

19 ივლ 2012
წამების წამი დადგა,
ნუთუ იღბალი არის.
ერთად მიდიან სადღაც
ღამე, მთვარე და ქარი.

 
 
 
1 2 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)