RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ახლა, ათი წლის წინ

26 მარ 2014
მე ახლა ყველა ვარ, ვინც წავა და გამუდმებით
ვიცვლები სადღაც მიმავალი თეთრი ეტაპის
ტრაექტორიით, სახეებით და გამრუდებულ,
სახელდახელოდ ამოქოლილ სულის ზედაპირს
ამ ბოლოს წინა, უხეირო სიტყვებს რომ ვაწერ,
სახურავებზე სული ძვრება მოხუც ანტენებს
და ქარი არწევს, გაცილებით იოლად არწევს
ამ ათი წლის წინ, ანუ ახლა, როცა ვათენებ
გაბადრულ ღამეს...

 
 
 

თემურ ელიავა / მაესტრო

19 სექ 2012
უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს, მაესტროს ფიქრები ყელში მაქვს გაჩრილი
მინდა რომ სიბილწემ აზრები არიოს, შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი...
მიწიდან გამტვერილს სიზმარი ამათრევს, რამდენი დარაბაც არ უნდა დაზოგოთ
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ, ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს...

 
 
 

თემურ ელიავა / არარაობა

29 ივლ 2012
იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი, უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.

 
 
 

თემურ ელიავა / დიალოგი ღმერთთან

29 ივლ 2012
შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში


 
 
 
სრულად წაკითხვა

კატეგორია: თემურ ელიავა | ნანახია 9900-ჯერ

 

თემურ ელიავა / შამათი

29 ივლ 2012
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
და ვგრძნობ რომ მალე შამათი მელის
ანგელოზს ურჩსსა, ლამაზს და ამაყს
მოაქვს ბჭე ფიქრთა რომ ვგავდე ველურს.
ნუ აკვირდებით დატენილ იარაღს
მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს
საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს
სუ ერთი დღის ვარ, ბრმა, ყრუ და უქმი.

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)