RSS
 

თეონა ცეცხლაძე / ***(საქართველოში დაბადებულან)

11 მარ 2016
ეძღვნება ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს

საქართველოში დაბადებულან,
დაბადებულან გმირად აღზრდილან,
აქ დარწეულა მათი აკვანი ,
აქ უმღეროდა დედა ნანინას,
აქ ასწავლიდა სიყვარულს შენსას,
აქ გაუზრდიხართ თქვენ გმირად დედას,
აქ ითქვა თქვენი პირველი სიტყვა
აქ სიხარულით ცრემლებს იწმენდა
თქვენი აღმზრდელი მშობელი დედა.
დღეს მოუყვანეს თქვენი გვამები
საქართველოს და თქვენს მშობელ დედას
შვიდი ვაჟკაცი გმირი გყავთ დედა
ცრემლი არ მოგდით რა ხდება ნეტა?!
თქვენ ხართ ამაყი მშობელი დედა
თქვენი ნანინა ტკბილია დღესაც,
მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ ამაყი
რომ გმირი შვილი გაზარდეთ დედა.
სამებას რეკავს ზარები ერთხმად
შვიდი გმირი წევს
რა ხდება ნეტა??
შვიდი გმირი და შვიდი ვაჟკაცი
თქვენი აღზრდილნი აქ წვენან დედა,
კვლავ შავი ჩადრი გახურავთ დღესაც
გმირი შვილები გაზარდეთ დედა.
ახლა სამებას მოასვენებენ
ქართულ მიწაზე განასვენებენ,
ღმერთმა დალოცოს მათი სულები
ღვთის სასუფეველს დღეს განესვენათ,
სამძიმარს გეტყვით გმირო დედებო
და ქედს მოვიხრი თქვენთვის გმირებო.

2013 წლის 6 ივნისს ჰელმანდში შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.ჩემს მიერ დაწერილი ლექსი სწორედ ამ შვიდ ვაჟკაცს ეძღვნება

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: თეონა ცეცხლაძე | ნანახია 527-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar