RSS
 

თეონა ცეცხლაძე / ***

15 ივლ 2016
სამყარო შეიმოსა შავი ღრუბელით,
ნათელი ფერები ბნელეთმა იპყრო..
ყველა და ყველაფერი ძლიერ შეიცვალა,
ადამიანობაც თითქოსდა გაქრა,
ნათელი ფერები სულ ყველგან გაქრა,
აღარსად ისმის ბუნების ხმები,
აღარსად მოჩანს ფრინველთა ფრთები,
აღარსად ისმის გალობა მტრედის,
აღარსად ისმის მდინარის ხმები,
აღარსად ისმის სიცოცხლის ხმები,
ყველა და ყველაფერი უკვალოდ გაქრა
ადამიანობაც აღარსად დარჩა,
მათი ნაკვალევი უკვალოდ წაიშალა,
სიკეთეს ძლია ბოროტთა ძალამ,
სამყაროს ბოროტთა ძალები მართავს,
თითქოს ღირსებაც უკვალოდ გაქრა,
ნათელი ფერები იხშო ბნელეთმა,
ყველა ერთი გახდა ერთი ფერი გახდა,
ერთფეროვნებამ შემოსა ყველა,
ყველას ნიღაბი აქვს, ნამდვილ სახეს მალავს
ვინ ვის როლს თამაშობს რთულია გარკვიოო..
აღარსად მოჩანს სინათლის სხივი,
აღარც მთვარე და ვარსკვლავებია,
აღარც მზის სხივი გამოანათებს,
აღარც ვარსკვლავთა დავითვლით ცვენას..
მხოლოდ ბნელეთი და შავი ფერია
ხალხში ქაოსი და ცუდი ხმებია
მე კი შიში მიპყრობს...
ნეტა სიზმარია??
არა სამწუხაროდ ეს ხომ სიმართლეა..
თეონა ცეცხლაძე
24.05.2016
11:10

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: თეონა ცეცხლაძე | ნანახია 421-ჯერ

 
avatar