Lexi.Ge - თეონა ცეცხლაძე / სულში ჩაიხედეთ - 29 იანვარს 2017
RSS
 

თეონა ცეცხლაძე / სულში ჩაიხედეთ

29 იან 2017
პირში გაქებენ
რას არ გარქმევენ,
ხოტბას გასხამენ
აგამაღლებენ,
ზურგსუკან ლანძღვით,
ურცხვად გამკობენ,
თვითონ ფიქრობენ
მართალს ამბობენ..
ჩუმად დაგცინიან
თითქოს მათ იციან,
მათთვის ყველაფერი
თითქოს ნათელია,
შენი შეცდომები
მათთვის უცნობია,
მათ ხომ შეცდომები
არსად დაუშვიათ.
შენში სილამაზე
ყალბად ჩაუთვლიათ,
მათი მლიქვნელობა
თითქოს ლამაზია..
თითქოს უგუნურნი
ურცხვად დაგცინიან,
შენში ტკივილია
მათვის უცნობია,
ისეე გაგთელავენ
არად ჩაგითვლიან
შენს თვალს ცრემლები
კვლავ რად მოსწოლია..
შენი გულწრფელობა
ბილწად ჩაუთვლიათ,
ენაგრძელიაო ასე დაურქმიათ,
მთავარი მაინც იცით?
აბა რა არის?
სულში ჩაიხედეთ,
პასუხი მზად არის.

თეონა ცეცხლაძე

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 230-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar