RSS
 

თეონა ცეცხლაძე

21 სექ 2017
მე დღეს ვიგრძენი გარდაცვალება
ვიგრძენი გული თითქოს გაჩერდა,
კვნესა მესმოდა გულის სიღრმიდან
იცი რას სჩადი!უგუნურო იცი რას სჩადი!
ძახილი იყო,ძახილს არ ჰგავდა,
კივილი იყო, კივილს არ ჰგავდა,
ტირილი იყო, ტირილს არ ჰგავდა,
ვედრება იყო მაგრამ არ ჰგავდა,
რადგან შენდობას რა შენდობას
როგორ ითხოვდა..
როგორ ითხოვდა დაჩოქილი მიწას ემთხვია..
ვედრება იყო მაგრამ არ ჰგავდა
ტირილი იყო, ტირილს არ ჰგავდა
დაცემა იყო მაგრამ არ ჰგავდა
ეს იყო კვნესა! არა არ ჰგავდა
უფრო ძლიერი, უფრო ღრმა იყო,
ჩახრჩობა ხმების ბევრჯერ ისურვა
მაგრამ ამაოდ..
კვლავ გაჰკიოდა..
ცივ ქვაფენილზე მდორედ ენარცხა,
ნეშთი არ იყო უარესია
იცი როგორი ვერ წარმოიდგენთ
და არც გისურვებთ რომც დაგესიზმროთ
სულის ტკივილზე მწარე ამქვეყნად
უფალს სასჯელი მოუვლენია?
ვედრება იყო მაგრამ არ ჰგავდა,
კივილი იყო, კივილს არ ჰგავდა,
ტკივილი იყო ,ტკივილი იყო.
ოღონდ ძლიერი ტკივილს არ ჰგავდა..

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: | ნანახია 746-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar