RSS
 

თეონა ცეცხლაძე / ნუ გაიმეტებ მას ტანჯვისთვის ადამიანო

09 იან 2017
გთხოვთ,ნუ წაბილწავთ
წრფელ სიყვარულს ყალბი გრძნობებით,
გთხოვთ,ნუ წაბილწავთ
მას მრუშობით და ნურც ტყუილით.
ნუ გაიმეტებთ დაამსხვრიოთ
ბილწი სიტყვებით,
ნუ გაიმეტებთ, ღვარძლი თესოთ სიკეთის ნაცვლად.
ნუ გაიმეტებთ,ღალატისთვის გემუდარებით,
და ხორციელი სიამოვნებით
გთხოვთ ნუ წაბილწავთ.
გთხოვთ ნუ წაბილწავთ,
მას მრუშობით და პირფერობით,
ნუ გაიმეტებ მას ტანჯვისთვის ადამიანო!
ნუ გაიმეტებთ,დრომ უაზროდ
რომ გაირბინოს..
ნუ გაიმეტებთ ფიქრმა წაიღოს
და დაგიმსხვრიოს
ჭეშმარიტი გრძნობების ღელვა,
გთხოვთ ფიქრს არ მისცეთ
რომ ღალათით შეურაწყოთ,
ერთურთის ტრფობა.
ნუ გაიმეტებ მას ტანჯვისთვის ადამიანო!

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სასიყვარულო | ნანახია 375-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar