RSS
 

თეონა ცეცხლძე

03 დეკ 2016
ვუსმენდი ბეთჰოვენს,მთვარის სონატას,
ვუსმენდი წვიმის წვეთს, როგორ ხვდებოდნენ,
ჩემი სარკმლის წინ, იღვენთებოდნენ,
თითქოს ტიროდნენ, გულს იოხებდნენ,
თითქოს ცდილობდნენ, ჩემთან დიალოგს,
თითქოს ცდილობდნენ, რომ ჩემთვის ეთქვათ,
ვწუხვართ, ოჰ იცი ჩვენ ძლიერ ვწუხვართ,
მწუხარე იყო, მათი ტირილი,
მწუხარე იყო, ჩემში ტკივილი..
კვლავ მატულობდა, წვიმის წვეთები..
კვლავ მატულობდა, ჩემში ტკივილი
კვლავ იღვრებოდნენ, ჩემი სარკმლის წინ..
კვლავ მოდიოდნენ, წვიმის წვეთები,
კვლავ მატულობდნენ. მრავლად და მრავლად..
ხელის გულს მათი, შხაფუნა წვეთი,
ნაზად ხვდებოდნენ, და იღვრებოდნენ
მწუხარე იყო მათი ტკივილი,
მწუხარე იყო, ჩემშიც ტკივილი..
ტკივილი იყო განშორებისა,
ტკივილი იყო გულის სიღრმიდან,
ვიცი მომავალს ჩვენ არ გვიქადდის,
და განშორების, ჟამი დაგვიდგა
გთხოვთ,მომიტეოთ ჩემი სიმხდალე,
დარჩენას წასვლა რომ ვამჯობინე..
ოჰ, შემოდგომის წვიმის წვეთებო!!!
იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ ჩემი,
ნუ მიმატოვებთ ბედის ამარა..
გთხოთ, რომ გაიგოთ სიმხდალე ჩემი
და რომ ტკივილი შემიმსუბუქოთ.

2016 წლის სექტემბერი

დამატებულია teona-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 660-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar