RSS
 

თხა და გიგო - იუმორესკა

28 იან 2016
ოჰ! ეს სიტყვები... ისეთი ლამაზია, ისე ეშხიანად ითქმის,
მეადვილება უკვე ცხოვრება, (მგონი მიყვარხარ თითქმის)...
.....................................................................................................................
მაგრამ დრო გავა... და ამ სიტყვების ფუჭი იქნება ძალა,
როცა უვიცი შენ - „ჩაიჭრები“, როცა მე შენგან წავალ...

ოჰ! რა კარგი ხარ... მანებივრებ და თავზე მევლები ზღაპრად,
ხელახლა მინდა - განცდა პირველი, (ქალიშვილობის კარგვა)...
.........................................................................................................................
შენ ნაფერები, ნაალერსალი - მომბეზრდები და ვიტყვი,
წადი და ახლა სხვას „ებუღრავე“ - სხვა დაიჭირე „ჩიტი“...

დიახ! სიტყვები ლამაზია და ოცნებას მიჰგავს - სათრობს,
თვალს უხარია საჩუქრები და ყურს ეგ „გალობა“ ართობს...
სამწუხაროა... ბოლოს მიხვედრა - რახარუხი და ხმელია,
ნაზღაპრალ-ნაარაკალი სიტყვების „მჭლე პახმელია“.

დამატებულია Nifilim-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: გიორგი დვალი | ნანახია 498-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar