RSS
 

ცეცხლს მიცემული ხელნაწერები

08 იან 2016
ორი ყრუ სიტყვა - მესამის თავზე დამტყდარი მეხი...
და აფრქვეული სურნელი მდედრის - ცათა შინა მყოფს -
რომ უღიტინებს
ჯერ შეუღინღლავ საზარდულებში.
ბოლოს და ბოლოს ვისწავლე - ის რაც არ ისწავლება:
უპოეზიო
პანაშვიდზე შემოგდებულმა სასწორზე ღველფის:
სუნთქვის გვრინსა და სისხლის შხუილში
გამოტოვება უთქმელზე მეტის. და ცეცხლს მიცემულ
ხელნაწერიდან
ამოგრაგნილი - სტრიქონი გველის - გამოკიდება მრუმე
ჰაერში -
(მერკურისა და კირჩხიბის მაცდურ შარავანდედქვეშ).
რაიცი იქნებ ძაღლმა გალოკოს
პირმიქცეულმა მდუმარებისკენ.

დამატებულია satanjo-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 352-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar