RSS
 

უმხედრო მერანს

14 დეკ 2015
უმხედრო მერანს
სადღაც ტყის პირას გაშლილ მინდორზე
სეტყვა წვიმაში და თუნდაც ქარში
შმაგი და გიჟი აწ მარტოსული
ეულად დარბის თეთრფეხა რაში
უმხედროდ მყოფსა თეთრფეხა ჰუნეს
მოჰნატრებია კარგი მხედარი
გასთელოს გზები მან გაუვალი
და ეკალ ბარდი ქვეყნად ვერანი
ეჰ ნეტავ ვინღა დაიმორჩილებს
ვინღა შეადგას ზურგს უნაგირი
თუ დაიბადა ქვეყნად ასეთი
ერის გულისთვის მოღვაწე გმირი
და დარბის კვლავაც შავი მერანი
უმხედრო რაში მწუხარედ სტირის
მონატრების ძველი დროება
და სიდიადე ქართველი გმირის

დამატებულია tokio-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 421-ჯერ | ექსკლუზივი

 
avatar