RSS
 

უსათაურო

16 აგვ 2017
ჩუმად. ჩუმად , ნელა-ნელა
მოდი, მოდი , ბნელა, ბნელა

ჩუმად, ჩუმად,
ნელა-ნელა
ლამპის შუქზე თრთის პეპელა
და სინათლის მკრთალ სხივი
ეტოლება მთვარის ჩეროს
ჭრიჭინა კი ვით ბრმა გიდი
ახმიანებს გზას და ეზოს.
მოდი მოდი, ბნელა ბნელა
ნუ დამტოვებ უკოცნელად
და ამარად ღამის სითბოს
თორემ დარდის სარეველა
თავის შვება,
თავის ითხოვს.
შუკა-შუკა, შარა-შარა,
თუკი გწვავს და თუკი გშაშრავს
გამოჰყევი გულის ზრახვებს
ვით ნიავი რტოებს არხევს
თორემ შეხე ზეცის თავნებს
მოთმინებით რომ იცდიან
ჩუმ სინანულს როგორც სასჯელს,
სამუდამოდ მოგვისჯიან.

ჩუმად, ჩუმად,
ნელა-ნელა
მაგრამ მოდი!
ბნელა... ბნელაა...

დამატებულია alameida-ს მიერ
 
 
 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია 316-ჯერ

 
avatar