Lexi.Ge - ვახუშტი კოტეტიშვილი
RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

ვახუშტი კოტეტიშვილი / ქვიშის საათი

30 მაი 2012
მიახლოვდება სამოცდაათი
და, სამწუხაროდ, ვგრძნობ, რომ ვბერდები.
როგორც უბრალო ქვიშის საათი
ზემოთ ვიცლები, ქვემოთ ვბევრდები.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ***

30 მაი 2012
მდინარე იწვა უხმოდ
მოხუც მეთევზის ქოხთან.
მზემ ტირიფს გადაუხმო
რტო და ფოთლები კოხტა.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ზღვაზე, მზის ჩასვლისას

30 მაი 2012
ისევ ბალღობენ ცელქი ტალღები,
გული გალღვება მზეთა სინაზით;
მთათა მთრგუნავი, კლდეთა ამღები,
ქვე განვერთხმები მხურვალ სილაზე...

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ვაჟას ჩარგალში

30 მაი 2012
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
გულში ბორგავდა ლექსი,
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
არაგვის წყალი შევსვი.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ველად

30 მაი 2012
გზაზე ნისლი ამიცურდა,
ვით ნიავი დანაბერი.
ველად მხოლოდ ია მსურდა,
ია, მეტი არაფერი.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ***

30 მაი 2012
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ***

30 მაი 2012
მზემ დააპირა მწუხრის ნამაზი,
მინარეთებზე თვლემენ ყანჩები.
ცა არის ისე უღვთოდ ლამაზი,
რამე რომ არ თქვა, დაიტანჯები.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ***

30 მაი 2012
ღვინის დალევა მეწადა,
ვერავსვამ ცოლის შიშითა,
მასეთი ცოლი ძმობილო,
ჩემიც მოვსტყან და სხვისიცა

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / ***

30 მაი 2012
ჩემი მარტოობის ბაღში
გაჩნდა უცხო ყოილი,
როგორც უპატრონო ბავშვი,
ნიავს ჩამოყოლილი.

 
 
 

ვახუშტი კოტეტიშვილი / სიყვარული

30 მაი 2012
შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

 
 
 
1 2 »
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)