RSS
 
განახლებადი კატეგორია - "აკაკი წერეთელი (72) " (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)

***

07 აპრ 2012
კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.

 
 
 

ზურაბ კუხიანიძე / მე რომ არაფერი ვთქვა...

29 მარ 2012
ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.
ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...
მე რომ არაფერი ვთქვა,
გული ყვირის-მიყვარსო!

 
 
 

ზურაბ კუხიანიძე / დედის საბანი

29 მარ 2012
მის წყნარ საფლავზე როცა დაჭკნება იასამანი,
ფანჯრებს როდესაც ზამთრის ქარები დანისლავს,
მე ვარ და ჩემი,
მე ვარ და ჩემი დედის საბანი,
გამთენებელი,
გამთენებელი ღამისა.

 
 
 

ზურაბ კუხიანიძე / დედა

29 მარ 2012
ბიბინა მოლი და ეზო წყნარი,
კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი,
მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი...
მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.

ელვარე თმები, ვით მწიფე წაბლი
და ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა,
მკრთალი თითები_სანთლები თაფლის_
მე ასე მახსოვს მშობელი დედა.

 
 
 

ზურაბ კუხიანიძე / ბიჭები

29 მარ 2012
საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.

 
 
 
ლექსების რაოდენობა 15 თებერვლის ჩათვლით - "2381" (მოითხოვე შენთვის სასურველი ავტორი ან ლექსი)